11 December 2014

“ივანიშვილი ყურს უგდებს ხალხის ხმას” – „ადამიანმა, რომელმაც მილიარდობით ქველმოქმედება გაწია, როგორც ფიქრობთ, ჩინოვნიკების გამო თავს საგინებლად გაიხდის?“

ცვლილებები ყოველთვის გამაჯანსაღებელია, თუ ამ ეტაპზე ცვლილებებისკენ გადაიდგა ნაბიჯი, ეს ნიშნავს, რომ ხალხის უკმაყოფილებას ყურს უგდებენ ისინი, ვისზეც ამგვარი ცვლილებებია დამოკიდებული.ამის შესახებ „ალიას" ფსიქოლოგი და ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ესაუბრა. მისი თქმით ის მიმდინარე პროცესს დადებითად აფასებს.
„არჩევნები ორი წლის შემდეგ არის, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას სურს, მოიპოვოს გამარჯვება არჩევნებში, რომ მოსახლეობამ არჩევანი მათზე გააკეთოს. ამისთვის იდგმება უკვე ნაბიჯები და ამ საკადრო ცვლილებებსაც სწორედ ამ პროცესს ვუკავშირებ, ვინც ამ საკადრო წმენდის უკან დგას, სწორედ მისი გზავნილია, რომ დაიდოს კონკრეტული შედეგები, შეიქმნას სისტემა, სადაც ადამიანებს გაუთვალისწინებელი პრობლემები არ შეექმნებათ.
პრესით გავრცელებულ ინფორმაციაში, იყო ასეთი ფრაზა, ჯანყარაშვილის მიმართ, შენი გულისთვის მე მაგინებენო. კაცმა არ იცის, ეს რამდენად რეალური ინფორმაციაა, მაგრამ, თუკი ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის ფრაზა: "მე მაგინებენ", ეს დადებითი ფრაზაა იმ მხრივ, რომ ადამიანი გრძნობს პასუხისმგებლობას, სწორედ ბიძინა ივანიშვილის ხათრით გაიმარჯვა კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" და ივანიშვილი არ აპირებს, თავი საგინებლად გაიხადოს. ის ყურს უგდებს ხალხის ხმას. ადამიანმა, რომელმაც ქვეყანას ძალიან ბევრი რამ გაუკეთა, ააგო ტაძრები, მილიარდობით ქველმოქმედება გაწია, როგორც ფიქრობთ, ჩინოვნიკების გამო თავს საგინებლად გაიხდის და შეეგუება ხალხის გინებას? რა თქმა უნდა, არ შეეგუება. ამიტომაც ბიძინა ივანიშვილის რეაქცია გასაგებია. „ განუცხადა „ალიას" ექსპერტმა.

წყარო: „ალია"

No comments:

Post a Comment