რამდენიმე დღის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი რევაზ არველაძე ცხადაძეს ბაქოში შეხვდნენ. ჩვენი ინფორმაციით, მხარეებმა სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და კონტრაქტის გაფორმებამდე ფორმალობების მოგვარებაღაა დარჩენილი.
ცხადაძე უკვე შეხვდა ბაქოს „ინტერის“ ხელმძღვანელებს და მათ კლუბთან არსებული ხელშეკრულების გაწყვეტის პირობებზე ესაუბრა. შევიტყვეთ, რომ 46 წლის ქართველმა სპეციალისტმა საერთო ენა მათთანაც გამონახა.
იურიდიულ პროცედურებს სულ რამდენიმე დღე დასჭირდება, რის შემდეგაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ცხადაძეს კონტრაქტს გაუფორმებს.
No comments:
Post a Comment