რა ქონებას ფლობს ოპოზიციონერი დეპუტატი ირმა ნადირაშვილი, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენელთა სახელფასო დანამატებზე და მის ოდენობაზე ხშირად მართავს საინფორმაციო ბრიფინგებს.
ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა, დეპუტატის ქონების ამსახველ ფოტო-მასალას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
“საიდან აქვს კალოშებით ჩამოთრეულ, წუნკალ ირმა ნადირაშვილს ეს ქონება,არ უნდა დაინტერსდეს პროკურატურააააააააააააააა???? – წერს ჯღარკავა.
ინფორმაცია ნადირაშვილის ქონებრივი დეკლარაციის შესახებ:
“ირმა ნადირაშვილის 2013 წლის ქონებრივოი დეკლარაციის თანახმად, ის თბილისში, ბათუმსა და დაბა შინდისში 4 სახლის და ერთი ნაკვეთის მფლობელია, თუმცა ამავე წლის საჯარო სამსახურის ბიუროს მონაცემებით, მის მეუღლეს, ჩუღურეთის რაიონის გამგებელს დავით დაღელაშვილს დეკლარაციაში 5 სახლი აქვს მითითებული.
პარლამენტარმა ბათუმში, ზღვასთან ახლოს, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, „ორბი ჯგუფის“ მიერ აშენებულ ფეშენებელურ კორპუსში, ბინა ცოტა ხნის წინ შეიძინა. გარდა ამისა, მას საცხოვრებელი სახლი აქვს დედაქალაქში, რობაქიძის ქუჩაზე, რომელიც 80 კვ.მ შეადგენს. “ნაციონალი” დეპუტატის მეუღლის პირად მფლობელობაშია საცხოვრებელი ბინა თბილისში, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზეც, რომლის ფართობი – 146.00 კვ.მ შეადგენს, ასევე აგარაკი (მიწის ნაკვეთი) შინდისში, რომლის ფართობი – 387.00 კვ.მ-ია და საცხოვრებელი სახლი შინდისში. ქონებრივ დეკლარაციაში დავით დაღელაშვილს საცხოვრებელი ბინა მამრაძის ქუჩაზეც აქვს მითითებული, რომელიც ბებიის პელაგია პავლიაშვილის სახელზეა რეგისტრირებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ბინით ირმა ნადირაშვილი მისი პარტიის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა ერთგულებისთვის დაასაჩუქრა და აქტიური მუშაობისთვის მადლობა ასე გადაუხადა.
თავად დეპუტატმა „ტელეგრაფთან“ საუბარში ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო. ნადირაშვილი ირწმუნება, რომ მსგავსი საჩუქარი არასოდეს არავისგან მიუღია. დეპუტატი დაინტერესების შემთხვევაში, მზად არის, ბინაში გადახდილი თანხის შესაბამისი ქვითარი წარმოადგინოს და ხელშეკრულება გაასაჯაროვოს.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის წევრად არჩევის შემდეგ, ირმა ნადირაშვილის ქონება კიდევ უფრო გაიზარდა. დეპუტატმა 14619.00 ლარი პარლამენტის წევრის რანგში მხოლოდ 2013 წლის 30 მაისის ჩათვლით მიიღო, თუმცა უცნობია, პრემიების სახით, კიდევ რა ოდენობის თანხა ჩაირიცხა მის პირად ანგარიშზე.
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ნადირაშვილზე მაღალი შემოსავალი აქვს მის მეუღლეს. დიდუბე-ჩუღურეთის გამგებელმა დავით დაღელაშვილმა 31 დეკემბრიდან ამ წლის 30 მაისის ჩათვლით, გამგებლის პოსტზე მუშაობისას 52232.50 ლარი აიღო, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტზე კი – 7908.90 ლარი გამოიმუშავა.
შთამბეჭდავია ნადირაშვილის ოჯახის წევრთა როგორც საბანკო ანგარიშები, ისე უძრავი ქონება. 2013 წლის 30 მაისის მონაცემებით, მისი მეუღლის პირად ანგარიშზე 30000.00 აშშ დოლარი დევს”.

No comments:
Post a Comment