16 December 2014

ხვიჩა ხოჯავა: დიდი მადლობა ბატონო მიხეილ… ესეც კარგად ვგრძნობ თავს (ვიდეო)


ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი რომაა, ეს უკვე ყველამ კარგად იცის. გარდა იმისა, რომ ფეისბუქის საკუთარი ოფიციალური გვერდიდან  ხალხთან ამყარებს კონტაქტს, პირადი მიმოწერითაც უამრავ ნაცნობს თუ უცნობს ეხმიანება. 20 წლის ქართველი მუსიკოსი ხვიჩა ხოჯავა ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც ექსპრეზიდენტის ყურადღების არეალში მოხვდა
გთავაზობთ მიხეილ სააკაშვილის და ხვიჩა ხოჯავას პირად მიმოწერას, რომლის ფოტოც ხვიჩამ თავის გვერდზე დადო და მეგობრები კარგად გაამხიარულა.

მიხეილ სააკაშვილი :  -ხვიჩა ძალიან კარგად მღერიხარ. როცა დვბრუნდები, პირობას გაძლევ, დიდ წარმატებას მიაღწევ.
ხვიჩა ხოჯავა     :   – დიდი მადლობა ბატონო მიხეილ , ოღონდ თქვენ ნუ დაბრუნდებით და ესეც კარგად ვგრძნობ თავს.
 ახალგაზრდა მომღერალი,რომელიც ამბობს, რომ საქმე ეხება მის ერთ-ერთ ვიდეოს, რომელიც ივნისშია გადაღებული. ხვიჩა გადაცემა “პროფილში” იყო მიწვეული სტუმრად.  “ალბათ ეს ვიდეო ნახა, ჯერ-ჯერობით სხვა ისეთი ცნობილი  არ მაქვს. ჯერ პროდიუსერიც არ მყავს. 14 წლიდან ვმღერი, ვსწავლობ კიევში და  მომწონს ქალაქური  სიმღერები. .”
-დავუშვათ, რომ მართლა დაბრუნდა მიშა სააკაშვილი . ასეთი პასუხის მერე რას ფიქრობ, როგორ წარიმართება შენი ცხოვრება?
-ჩვეულებრივად. რისკიანი ადამიანი ვარ -იცინის ხვიჩა .
გთავაზობთ ვიდეოს, რომელმაც ექსპრეზიდენტიც კი არ დატოვა გულგრილი. ხვიჩა ხოჯავა მამუკა ჩარკვიანის სიმღერას მართლაც არაჩვეულებრივად ასრულებს.






No comments:

Post a Comment