რეაბილიტირებულ ძეგლს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოდგილე გიორგი ამაშუკელი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი სხვა მოწვეულ სტუმრებთან და სტუდენტებთან ერთად გახსნეს.
ილია ჭავჭავაძის ძეგლის რეაბილიტაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობის დავალებით განახორციელა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო კვარცხლბეკი, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა მისასვლელ კიბეებს და კეთილმოეწყო ძეგლის მიმდებარე ტერიტორია. ილია ჭავჭავაძის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
ცნობილია, რომ პროექტის განხორციელება პრემიერის ინიციატივა იყო. ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას საზოგადოებაც მოითხოვდა.
No comments:
Post a Comment