უკრაინის პრეზიდენტი 15 იანვარს რუსეთის, გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებს ხვდება. ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში დაგეგმილი შეხვედრის შესახებ განცხადება პეტრო პოროშენკომ დღეს გააკეთა. მისი თქმით, შეხვედრა მიზნად ისახავს მოლაპარაკებებს უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისის დასრულების თაობაზე.
ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი გასულ კვირას კიევს სტუმრობდა. ნაზარბაევმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა და იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტის დასასრულებლად სამშვიდობო რეზოლუციის შემუშავება რაც შეიძლება სწრაფად მოხდება. ამ მიზნით ასტანაში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე მან პოროშენკოს მედიატორის როლში ყოფნა შესთავაზა.
No comments:
Post a Comment