22 December 2014

“საქართველოს მძიმე ისტორია ჰქონდა ბოლო 20 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით 9 წელი, როდესაც ხელისუფლება ხალხზე ძალადობდა”


საქართველოს მძიმე ისტორია ჰქონდა ბოლო 20 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი 9 წელი, როდესაც ხელისუფლება ხალხზე ძალადობდა. - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "მშვიდობით იარაღო" განაცხადა. მისი თქმით, ახლა ყოფილი ხელისუფლება ოპოზიციიდან ცდილობს ძალადობას, მაგრამ არც თუ ისე წარმატებულად გამოსდის. მან ამასთანავე გადაცემაში "საზოგადოება 2030" –ის გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საზოგადოებრივი გაერთიანების მთავარი მიზანია, 2030 წლისთვის ევროპული ტიპის საზოგადოება ვიყოთ. მისივე შეფასებით, საქართველოში ამ ეტაპზე შიდა და რეგიონალური პრობლემებია, რაც მძიმე სიტუაციას ქმნის.
„შიდა პრობლემებს ემატება მდებარეობა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. რეგიონალური პრობლემები და შიდა პრობლემები მძიმე სიტუაციას ქმნიან. ჩვენ ყველა საშუალება გვაქვს, რომ ერთად შეკრულებმა საერთო მიზნისკენ ვიღვაწოთ. "საზოგადოება 2030" დავაფუძნეთ. ჩვენი სამიზნეა, რომ 2030 წლისთვის ვიყოთ ევროპული ტიპის საზოგადოება". - განაცხადა ივანიშვილმა.

No comments:

Post a Comment