პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებისთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მადლობას უხდის. ამის შესახებ ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ "ტვიტერზე" გავრცელებულ განცხადებაში:
"მადლობა ევროკავშირის ქვეყნებს - რუმინეთს, ლიტვას, ლატვიას, სლოვაკეთს, მალტას, ბულგარეთს, ესტონეთს, უნგრეთსა და შვედეთს, რომელთაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინეს", - ნათქვამია საქართველოს პრემიერის "ტვიტერზე" გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას 27 ივნისს მოაწერა ხელი. საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება 18 ივლისს მოახდინა.

No comments:
Post a Comment