ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პენტუს როსიმანუსი აფხაზეთის რეგიონსა და რუსეთის ფედერაციას შორის ხელმოწერილ ხელშეკრულებას გამოეხმაურა.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის ფედერაციასა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის ეგრეთწოდებულ გაფორმებულ „ მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს.
„რუსეთის მხრიდან ასეთი მოქმედებები საქართველოს რეგიონის, აფხაზეთის ანექსიამდე მიიყვანს. ეს ნაბიჯი საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს. ეს მოქმედება რუსეთის საერთაშრისო ვალდებულებებს და 6 ფუნქტიან სამშვიდობო ხელშეკრულებას ეწინააღმდეგება“, - განაცხადა პენტუს როსიმანუსმა.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის ეს ნაბიჯი შეაფასა როგორც „ჟენევის მოლაპარაკები“ დაღვევა.
„რუსეთის ამჟამინდელი მოქმედებები აფხაზეთში, მათ შორის საზღვრის გამართვა არალეგალურია. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებები და კონფლიქტური ადგილებიდან ჯარი გაიყვანოს. მიგვაჩნია რომ მნიშნელოვანია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის აფხაზეთში გაგზავნა“,- აღნიშნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

No comments:
Post a Comment