05 November 2014
ახალი თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე იქნება
ახალი თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე იქნება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მინდია ჯანელიძე ამჟამად სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის პოსტს იკავებს.
მანამდე პრემიერმა თავდაცვის მინისტრის გადაყენების შესახებ განცხადება გააკეთა. ამას წინ უძღოდა თავდაცვის მინისტრის განცხადება, როდესაც მან პროკურატურის ბოლოდროინდელი ქმედებების პოლიტიკურ სარჩულზე და ქვეყნის ევროატლანტიკური მიმართულების წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებაზე ისაუბრა. როგორც ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბოლო დღეებში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიმართ განვითარებულ მოვლენებში პოლიტიკური სარჩული შეინიშნება.
კატეგორია:
პოლიტიკა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment