29 October 2014

რუსთავს სასწრაფო დახმარების სამსახურს ახალი ავტომანქანები გადაეცა

რუსთავის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ავტოპარკი ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ახალი ავტომანქანებით განახლდა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, FORD-ის მარკის ოთხი ავტომობილის გადაცემის ცერემონიას რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გოჩა შავაძე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი თეიმურაზ ხარაშვილი და რუსთავის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსი პაატა ბაჩილავა დაესწრნენ.
დღეს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სასწრაფო დახმარების ცენტრს 24 ახალი მანქანა გადასცა. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი თეიმურაზ ხარაშვილი ესწრებოდნენ.

სამედიცინო წესით აღჭურვილი ახალი ავტომანქანები სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ ცენტრებში პროპორციული წესით გადანაწილდა. 2015 წლის დასაწყისისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი FORD-ის საშუალო გამავლობის 80 და VOLKSWAGEN-ის მარკის მაღალი გამავლობის 100 ავტომობილით განახლდება.

No comments:

Post a Comment