01 October 2014

"თქვენ კარანტინის გავლით მოხვდებით "მატროსოვზე" - ცხარე კამათი ირმა ინაშვილსა და "ნაციონალებს" შორის (ვიდეო)

თქვენ კარანტინის გავლით მოხვდებით "მატროსოვზე", - მიმართა "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმა ზურაბ ჯაფარიძესა და დავით საყვარელიძეს "რუსთავი 2"-ის თოქ-შოუ "არჩევანში". ინაშვილმა მწვავედ გააკრიტიკა არა მარტო "ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც კიდევ ერთხელ ბრალი დასდო ადამიანების "ჯალათებად ქცევაში", არამედ "ქართული ოცნებაც", რომელმაც, მისი თქმით, არ გაამართლა ქართველი ხალხის მოლოდინი და არ აღადგინა სამართლიანობა. ინაშვილის განცხადებებს მოჰყვა დავით საყვარელიძისა და ზურაბ ჯაფარიძის რეპლიკები, რამაც მათ შორის ცხარე კამათი გამოიწვია.


No comments:

Post a Comment