30 September 2014

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილი მიემგზავრება

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიემგზავრეება.
ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ აცნობა.

მისივე განმარტებით, პრემიერმა ამ ფორუმზე მიწვევა ჯერ კიდევ 14 მაისს მიიღო და დასტურიც უკვე გაგზავნილია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ზემოაღნიშნულ ფორუმზე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც მიიწვიეს.


"როგორც ჟურნალისტებს მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, იმის შესახებ, თუ რა საუბარი ჰქონდა პრეზიდენტ მარგველაშვილს ეკონომიკური ფორუმის მესვეურებთან, მან არაფერი იცის".

No comments:

Post a Comment