კონფერენციის მონაწილეებმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში დასახული ამოცანების შესრულების გზები განიხილეს. ღონისძიება სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა გახსნა.
კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის, სხვადასხვა სფეროებში ევროპული სტანდარტების დანერგვის აუცილებლობაზე ისაუბრა.
კონფერენციას ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის პრეზიდენტის სტატუსით ესწრებოდა რუსთავის მერი დავით ჯიქია. რუსთავის მერმა თავის გამოსვლაში ადგილობრივი თვითმმართველობების რეფორმის მიმდინარეობაზე ისაუბრა და დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
დეცენტრალიზაციის პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა პრესასთან აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებათა კონფერენციის (CORLEAP) თანათავმჯდომარემ და რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ მიშელ ლებრუნმაც.
საერთაშორისო კონფერენცია, 36 ქვეყნის რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებებს აერთიანებს, როგორც ევროკავშირის, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. მომდევნო შხვედრას არმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მეთაურები 2015 წლის მაისში რიგაში გამართავენ.

No comments:
Post a Comment