01 October 2014

 “თავისუფალი ზონის” წევრებმა “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი სასტიკად სცემეს

გაზეთის ჟურნალისტის ჯაბა ხუბუას ინფორმაციით, ზაზა დავითაია, რომელსაც ნეკნები აქვს ჩამტვრეული, ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი. “ასავალ-დასავალისჟურნალისტი ზაზა დავითაია რედაქციაში მიდიოდა, შარტავას ქუჩაზე მას დახვდნენთავისუფალი ზონისწარმომადგენლები – 10-12 ადამიანი. ერთ-ერთი მათგანი იყოთავისუფალი ზონისერთ-ერთი ლიდერი ფარნაოზ ჭკადუა. ზაზას ცხვირ-პირი აქვს დასისხლიანებული, სასტიკად არის ნაცემი, ნეკნები აქვს ჩამტვრეული და ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი. ამ ყველაფერს ვუკავშირებთ იმას, რომ ზაზა სოციალურ ქსელშითავისუფალი ზონისწინააღმდეგ განსაკუთრებით აქტიურობდა. მათ ამხელდა და როგორც ჩანს, ეს გულში ჩაიდეს. ეს არისნაციონალური მოძრაობისზონდერბრიგადის  “თავისუფალი ზონისპირდაპირი ანგარიშსწორება”, – განაცხადა ჯაბა ხუბუამ.   მისივე თქმით, ერთი თვის წინ, “თავისუფალი ზონისწარმომადგენელმა ვაჟა მორგოშიამ დაურეკა ზაზა დავითაიას და ემუქრებოდა, რომ ბაჩო ახალაიაზე სტატიების წერისთვის თავი დაენებებინა.   ინფორმაციით, დაკავებულიათავისუფალი ზონისწევრი დავით გოგოხია, რომელმაც შემთხვევის ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს შეურაცხყოფა მიაყენა მაშინ, როდესაც ის კრიმინალურ პოლიციას მომხდარის შესახებ შეტყობინებას გადასცემდა.



No comments:

Post a Comment