"ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ჩვენ არ გვინდა არეულობა, რუსეთი არ აპირებს ჩაერთოს კონფლიქტებში, მით უმეტეს, ფართომასშტაბიანში, თუმცა ბუნებრივია, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რუსეთის წინააღმდეგ წამოწყებული ნებისმიერი აგრესიის აღსაკვეთად", - განაცხადა პუტინმა და იქვე პარტნიორები გააფრთხილა, რომ უკეთესია, თუ ისინი რუსეთს არ შეეხებიან.
პუტინმა ასევე ბირთვული პოტენციალის გაძლიერებაზეც ისაუბრა. მისივე განცხადებით, "არა იმიტომ, რომ ვინმეს ვემუქრებით, არამედ იმიტომ, რომ თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ და მშვიდად განვახორციელოთ ის გეგმები, რომელიც დასახული გვაქვს ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის", - განაცხადა პუტინმა.
No comments:
Post a Comment