ამ წუთებში მოსკოვში ქალაქის ცენრში პუშკინის ბულვარში
და მეტროსთან რუსული ომონია მობილიზებული. პუტინის პოლიტიკის და უკრაინაში მიმდინარე
ომის წინააღმდეგ, რუსი ოპოზიციონერები და საზოგადოების წარმომადგენლები იკრიბებიან.
მსვლელობა პუშკინის ბულვარში უნდა დაიწყოს და სახაროვის პროსპექტის გავლით უნდა გაიმართოს.
აქცია სანქცირებულია, თუმცა "მშვიდობის მარშის" პარალელურად მოსკოვში სეპარატისტული
რეგიონების , ლუგანსკისა და დონეცკის, თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მხარდამჭერებიც
გამოჩნდნენ. სხვადასხვა რუსული მედია გამოცემები წერენე, რომ შესაძლოა კონტრაქციების
მონაწილეთა შორის დაპირისპირება მოხდეს. მოსკოვის პარალელურად უკრაინის მხარდამჭერი
აქცია "მშვიდობის მარში", რუსეთის სხვა ქალაქებშიც იყო დაგეგმილი, თუმცა
რამოდენიმე ქალაქის მერიამ , აქციის მონაწილეებს მსვლეობაზე სანქცია არ მისცა. მოსკოვის
პარალელურად აქციის მონაწილეები სანქპეტერბურგში ქალაქის მთავარ მოედანზეც იკრიბებიან.
No comments:
Post a Comment