26 September 2014

კახა კალაძე დღეს მსოფლიოს ნაკრებში ითამაშებს

ყაზახეთის დედაქალაქ ალმათიში დღეს საფეხბურთო გუნდ "ქაირათის" 60 წლისთავისადმი მიძღვნილი მატჩი გაიმართება, რომელშიც "ქაირათის" ფეხბურთელები მსოფლიო ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

მსოფლიოს ნაკრების შემადგენლობაში ითამაშებს თბილისის "დინამოს", კიევის "დინამოს", "მილანისა" და "ჯენოას" ყოფილი ფეხბურთელი, ნაკრების ყოფილი კაპიტანი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე.



"მე ყოველთვის ვცდილობ, ჩემი წვლილი შევიტანო ქველმოქმედებაში. ყველაფერს ვაკეთებდი, ვაკეთებ და მომავალშიც გავაკეთებ იმისთვის, რომ პატარა აგური დავდო გაჭირვებული თუ დაავადებული ადამიანების დასახმარებლად", - განაცხადა კახა კალაძემ, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქში უკვე ჩავიდა.

No comments:

Post a Comment