როგორც პრემიერმა განმარტა, მისი დავალებით შექმნილი საგანგებო შტაბი სტიქიის ზონაში 24 საათის განმავლობაში მუშაობს და მას ინფორმაციას არსებული ვითარების შესახებ მუდმივად აწვდის.
„შტაბის მუშაობაში ჩართულნი არიან მინისტრები და ადგილზე აკვირდებიან მოვლენებს. ზარალი, რომელიც უკვე მიადგათ აჭარის და გურიის მცხოვრებლებს, დაითვლება და ჩვენ გამოვნახავთ შესაბამის სახსრებს ბიუჯეტში მისი კომპენსირებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.
No comments:
Post a Comment