ბრიფინგს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია გამართავს.
ჯერჯერობით, უცნობია ბრიფინგის თემა, თუმცა, სავარაუდოდ, მინისტრის მოადგილე ქვეყანაში ბოლო დროს შექმნილ კრიმინოგენულ ვითარებაზე ისაუბრებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ადიგენში 3 ახალგაზრდა მოკლეს, ერთი კი მძიმედ დაჭრა; იმავე დღეს კახეთში 84 წლის მამაკაცმა თოფით 36 წლის ახალგაზრდა მოკლა; თბილისში ავლაბარში ნასამართლევმა პირმა დიჯეი
დაჩი
დარჩია
დანით
მოკლა;
გუშინ
კი,
თბილისში,
ბარნოვზე
27 წლის
ახალგაზრდა
ცეცხლსასროლი
იარაღიდან
გასროლით
მოკლეს.
გუშინ
მოხდა
მკვლელობა
ლილოს
დასახლებაშიც,
სადაც აზერბაიჯანელი მოქალაქეა მოკლული.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვანის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ყაჩაღობა მოხდა. ყაჩაღებმა სამართლებლით დასერეს ოჯახის
დიასახლისი,
ხოლო
მის
მძინარე
მცირეწლოვან
ბავშვს
კიდურები
უთოთი
დაუწვეს.
No comments:
Post a Comment