09 September 2014

სკანდალი-"ქართული ოცნება": აჭარის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება თვითნებურია

პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოაჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციის გადაწყვეტილება თვითნებურია.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს განვითარებულ მოვლენებს, სადაც ფრაქციაქართულმა ოცნებამაჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის განხილვა დაიწყო. გვინდა ცალსახად განვაცხადოთ, რომ ეს გადაწყვეტილება არ ყოფილა შეთანხმებული პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსხელმძღვანელობასთან და პოლიტსაბჭოსთან. შესაბამისად, პარტიის ლიდერის გადაწყვეტილებით, 14 სექტემბერს, 12:00 საათზე, გაიმართება პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც განიხილება აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციაქართული ოცნებისთვითნებური ქმედება და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება,"– აღნიშნულია განცხადებაში.


დღეს, 8 სექტემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციაქართულმა ოცნებამაჭარის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. უმაღლესი საბჭო მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

No comments:

Post a Comment