18 August 2014

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება. დაზუსტებული მონაცემებით, უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2013 წელს 942 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ამავე წლის წინასწარ მონაცემებს 3%–ით, ხოლო 2012 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელს 3,3%–ით აღემატება.

"საქსტატის" ინფორმაციით, ამავე პერიოდში რეინვესტიციის ოდენობამ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 29% შეადგინა. უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 2013 წლის დაზუსტებული მონაცემების მიხედვით 82% შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 245 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 26%–ია.


წყარო:  www.commersant.ge

No comments:

Post a Comment