13 August 2014

„რუსთავფარმა“ თანამედროვე სტანდარტების სასათბურე კომპლექსს ააშენებს

თბილისი  - რუსთავის გზატკეცილზე თანამედროვე სტანდარტების სასათბურე კომპლექსი აშენდება.
ამ მიზნით მთავრობამ კომპანიარუსთავფარმასრუსთავის გზატკეცილზე, მე-17 კმ-ზე მდებარე 135782.00 კვ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 300 000 ლარად მიყიდა.
საპრივატიზებო პირობებით, „რუსთავფარმამსაპრივატიზებო თანხა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში უნდა გადაიხადოს. კომპანია ასევე ვალდებულია ტერიტორიაზე ან მის ნაწილზე პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით სათბურების კომპლექსი ააშენოს. პროექტის განხორციელებარუსთავფარმამ“ 24 თვეში უნდა უზრუნველყოს.
საპრივატიზაციო პირობების მიხედვით, ინვესტორმა პროექტში 8,2 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და ვალდებულების შესრულებიდანთვეში არანაკლებ 170 ადამიანი დაასაქმოს.


წყარო: www.bpi.ge

No comments:

Post a Comment