საპარლამენტო
უმცირესობის წევრ ნუგზარ წიკლაურის განცხადებით,
უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიას
მოღვაწეობის
დროს
ფოთში
პირველად
აღიმართა
რუსული
დროშა.
ამის შესახებ წიკლაურმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში
განაცხადა,
სადაც
ის
და
პარლამენტის
ადამიანის
უფლებათა
კომიტეტის
თავმჯდომარე
ეკა
ბესელია
„ქრონიკის“
კითხვებს
პასუხობდნენ.
„ქალბატონ ბესელიას რაც შეეხება. სწორედ მის დროს პირველად აღიმართა რუსული დროშა ფოთში, პოსტსაბჭოთა ისტორიის განმავლობაში. ეს ძალიან კარგად მიუთითებს ამ ადამიანის მენტალობაზე“, - განაცხადა წიკლაურმა,
რაზეც
უმრავლესობის
დეპუტატმა
უპასუხა,
რომ
ის
ბოდავდა.
„რეებს ბოდავთ, რეებს ლაპარაკობთ“, - მიმართა ბესელიამ წიკლაურს.
წყარო: www.frontnews.ge
No comments:
Post a Comment