თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი ძველი საკრებულოს მუშაობას აჯამებს და გუნდს, რომელიც მასთან ერთად მუშაობდა მადლობას უხდის. შიხიაშვილმა ახალ საკრებულოს შემადგენლობას წარმატებები უსურვა. საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა, გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ მან შესაძლოა მუშაობა მუნიციპალურ ფონდში გააგრძელოს. "ჭორი უფრო ასწრებს სინამდვილეს. ამ მომენტისათვის მე კონკრეტულად არაფრის თქმა არ შემიძლია. პასიურ ცხოვრებას ნამდვილად არ ვაპირებ. ყოველთვის მზად ვარ ვემსახურო ჩემს ხალხს და ქვეყანას, იქ სადაც იქნება საჭირო. მაქსიმალურად დავიხარჯები, თუ სად იქნება ეს, ამას დრო გვიჩვენებს", - აღნიშნა ირაკლი შიხიაშვილმა.
წყარო:
www.
pirveliradio.ge
No comments:
Post a Comment