03 July 2014

მაია ფანჯიკიძე: სამართალდამცველები მოქმედებენ ისე, როგორც საჭიროა

თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავების ფაქტს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე გამოეხმაურა.
-უგულავას დაკავების საკითხი არის სამართალდამცველების საქმე და ისინი მოქმედებენ ისე, როგორც საჭიროა, - განუცხადა ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყების წინ.
ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით, ამ თემაზე დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცახდებას გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა დღეს დილით საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. როგორც ცნობილია, ის კიშინიოვში მიფრინავდა, სადაც ევროსაბჭოს რეგიონთა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომას უნდა დასწრებოდა, თუმცა ამის საშუალება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა არ მისცეს.


წყარო: www.sazogadoeba.ge

No comments:

Post a Comment