14 July 2014

ქუთაისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე დავით დვალი გახდა


ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომზე საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიეს. ფარული კენჭისყრით ხმათა უმრავლესობით ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი გახდა. დავით დვალი ახალ საკრებულოში "ქართული ოცნების" სიით მოხვდა. ახალი თავმჯდომარე წინა მოწვევის საკრებულოს წევრი იყო, მაშინ ის საკრებულოში "ქრისტიან დემოკრატების" ფრაქციას ხელმძღვანელობდა.
დღესვე საკრებულო თავმჯდომარის მოადგილეებსა და კომისიების თავმჯდომარეებსაც აირჩევს. გარდა ამისა, ქუთაისის ახალი მერი შოთა მურღულია საკრებულოს დღეს თვითმმართველობის რეორგანიზაციის ახალ გეგმას წარუდგენს.

ქუთაისის ახალ საკრებულოში 25 დეპუტატია. მმართველ პარტიას 18 დეპუტატი ხოლო დანარჩენები კი ოპოზიციურ პარტიებს წარმოადგენენ.

წყარო: www.ipn.ge

No comments:

Post a Comment