22 July 2014

“სულ ვფიქრობდი, რომ პატარა გაფრინდებოდა უფლისკენ” – შემზარავი ტრაგედია რიკოთზე


,,როდესაც ავტობუსში ჯდებოდა, დედისთვის უთქვამს, დე, ისე არ მინდა წასვლაოდედამისს გაჰკვირვებია. არა, დე, განა ბულგარეთში არ მინდა, უბრალოდ, ამ ავტობუსით არ მინდა წასვლაო“, – ამბობს რიკოთზე მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილი 13 წლის თაკო ფერაძის მოძღვარი, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია.
დეკანოზ პეტრეს ქალიშვილიმარიამი გარდაცვლილი გოგონას მეგობარი იყო. თაკო ფერაძის მოძღვართან ინტერვიუს გაზეთიკვირის პალიტრააქვეყნებს. როგორც მოძღვარი ყვება, იგი ბოლო დროს თაკოს ხშირად ნახულობდა და სულ ჰქონდა განცდა, რომ ეს ბავშვი არაამქვეყნიური იყო. დეკანოზის თქმით, სულ ფიქრობდა, რომ პატარა უფლისკენ გაფრინდებოდა.
თაკო ჩემი სულიერი შვილი იყო. ბავშვობიდან ვიცნობდი, ჩემს შვილსმარიამს პირველი კლასიდან დაუმეგობრდა. ექვსი შვილი გვყავს და სულ გვინდოდა, თაკოც ჩვენთან ყოფილიყო. მეექვსე შვილის ნათლია, მარიამის სურვილით, თაკო გახდა. თაკოს თვალებში რომ ჩავხედავდი, ჩემთვის ყველაფერი გასაგები იყო. მასთან ერთად მიადვილდებოდა ბავშვებთან ურთიერთობა და იმ პრობლემებთან გამკლავება, რაც თინეიჯერობის ასაკს მოჰყვება.
ბოლო დროს თაკოს ხშირად ვნახულობდი და ძალიან უცნაურია, მაგრამ სულ მქონდა განცდა, რომ ეს ბავშვი არაამქვეყნიური იყო. მუდმივად იღიმებოდა, გაბრაზებული არასდროს მინახავს, ყოველთვის მადლიერი და ბედნიერი იყო. გამორჩეულად მეგობრობდნენ თაკო, თათია და ჩემი მარიამი. შეიძლებოდა ერთნაირადაც ჩაეცვათ, ერთნაირი ვარცხნილობა გაეკეთებინათ. ჩვენთან როცა მოდიოდნენ, მეზობლები ამბობდნენ, ვერ ვარჩევთ, რომელი რომელიაო. თაკო მოსკოვის გამზირზე ცხოვრობდა, მაგრამ ვარკეთილში დადიოდა კერძო სკოლაში.
ჩემი შვილი ცეკვაზე დადიოდა ანსამბლბასიანში”. თაკომ და მარიამმა მოისურვეს, იქაც ერთად ევლოთ. ძალიან ხალისიანი იყო, პედაგოგმა კისკისა შეარქვათაკო იმ ასაკში გარდაიცვალა, როდესაც ადამიანის ცნობიერებაში ტკივილიც და სიხარულიც ღრმა კვალს ტოვებს. ტრაგედიიდან მესამე დილით, სახლიდან რომ გამოვდიოდი, ჩემმა მარიამმა მკითხამამიკო, თაკოსთვის როგორი კაბა შევარჩიოო. დილიდან დადიოდა მაღაზიებში, რომ უკანასკნელი საჩუქარი მიეტანა მეგობრისთვის. გასტროლებზე გამგზავრების დილას თაკო დედას წაუყვანია, მობილური უყიდია. როდესაც ავტობუსში ჯდებოდა, დედისთვის უთქვამს, დე, ისე არ მინდა წასვლაოდედამისს გაჰკვირვებია. არა, დე, განა ბულგარეთში არ მინდა, უბრალოდ, ამ ავტობუსით არ მინდა წასვლაო. რაღაც წინათგრძნობა ჰქონდა ბავშვს. როცა შევიტყვეთ, რომ რიკოთზე ავტობუსი გადაბრუნდა, ჩემზე ძალიან იმოქმედა და მაშინვე ის ვიფიქრე, თაკო ხომ არ მოხვდა ავარიაში-მეთქი. სულ ვფიქრობდი, რომ პატარა გაფრინდებოდა უფლისკენ. მინდა, ჩემი დიდი გულისტკივილი გადმოგცეთ და ყველას გასაგონად ვთქვაიქნებ ვინმემ შეაჩეროს უღელტეხილებზეტრაილერებისუღმერთო პარპაში, რადგან ბევრი ადამიანი ემსხვერპლა მათი მძღოლების დაუდევრობას. არ ვიცი, როგორ გამოვლენ მდგომარეობიდან მისი ოჯახი და მისი მეგობრები.
ჩემი შვილისთვის ეს არის უდიდესი ტრაგედია, ვერ ვაწყნარებ ბავშვს, კუბოზეა გადამხობილი. არ ვიცი, როგორ გადაიტანს მის დაკარგვას. როგორც ბავშვები ჰყვებიან, „ტრაილერი“, რომელსაც თურქი მძღოლი მართავდა, საპირისპირო ხაზზე იყო გადმოსული, რაც გვიან შეამჩნია მიკროავტობუსის მძღოლმა და დამუხრუჭება ვერ მოახერხა. თაკო ავტობუსის უკანა სავარძელზე მჯდარა და ავარიის დროს ფანჯრისთვის საფეთქელი მიურტყამს
თაკო ოჯახში ერთადერთი შვილი იყო. დედა მძიმე ავადმყოფი ჰყავს, სულ მკურნალობს და სიცოცხლე მხოლოდ თაკოთი უხაროდა“, – ამბობს გარდაცვლილი გოგონას მოძღვარი დეკანოზი პეტრე.
შეგახსენებთ, რომ 13 წლის გოგონას სიცოცხლე ტრაგიკულმა შემთხვევამ 15 ივლისს იმსხვერპლა. რიკოთზე სატვირთო ავტომობილი, რომელსაც თურქი მძღოლი მართავდა, საპირისპირო მხრიდან მომავალ ავტობუსს შეეჯახა და გადააბრუნა. ავტობუსში ბულგარეთში გასტროლებზე მიმავალი ხალხური სიმღერის ანსამბლის წევრები – 35 ბავშვი და მათი პედაგოგი ქალბატონი ისხდნენ. 10 მათგანი მსუბუქად დაშავდა.



წყარო: www.kvira.ge

No comments:

Post a Comment