14 July 2014

"9 წლის მანძილზე ჩვენზე თავდასხმის მეტს არაფერს აკეთებდით" - კახა კალაძე "რუსთავი 2"-ის წამყვანს (ვიდეო)

"ჩემდა სამწუხაროდ, თქვენი ტელევიზია არის მხარე, თქვენ ხართ "ნაციონალური მოძრაობის" რუპორი" - ასე მიმართა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში გადაცემა "პოზიციის" წამყვანს პაატა იაკობაშვილს, რომელმაც შეკითხვა წინასაარჩევნო გარემოზე და მედიის მისამართით გაკეთებულ "თავდამსხმელ" განცხადებებზე ჰკითხა.

კალაძემ საპასუხოდ განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი მედიის ზეწოლისგან გათავისუფლებაა, "რუსთავი 2"-მა კი ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა.

No comments:

Post a Comment