იურმალაში, "ახალ ტალღაზე" გამარჯვების შემდეგ ნუცა ბუზალაძე არამარტო გამარჯვებულის ტიტულის და 50 ათასი ევროს მფლობელი გახდა - ქართველ კონკურსანტს კიდევ ერთი საჩუქარი გადასცეს. გერმანული საიუველირო ბრენდის, Twelve Thirteen-ის წარმომადგენელმა ფარიდ ასრიმ 17 წლის მომღერალს შავი ბრილიანტით შემკული 18-კარატიანი ოქროს სამაჯური გადასცა. ფარიდმა აღნიშნა, რომ ეს სამაჯური საგანგებოდ "ახალი ტალღის" გამარჯვებულისთვის შეიქმნა, ნუცამ კი მას პირობა მისცა, რომ ყოველდღე ატარებდა ამ ძვირფას საიუველირო ნაკეთობას.
30 July 2014
სიურპრიზი ნუცა ბუზალაძისთვის: 18-კარატიანი ოქროს სამაჯური შავი ბრილიანტებით (ვიდეო)
იურმალაში, "ახალ ტალღაზე" გამარჯვების შემდეგ ნუცა ბუზალაძე არამარტო გამარჯვებულის ტიტულის და 50 ათასი ევროს მფლობელი გახდა - ქართველ კონკურსანტს კიდევ ერთი საჩუქარი გადასცეს. გერმანული საიუველირო ბრენდის, Twelve Thirteen-ის წარმომადგენელმა ფარიდ ასრიმ 17 წლის მომღერალს შავი ბრილიანტით შემკული 18-კარატიანი ოქროს სამაჯური გადასცა. ფარიდმა აღნიშნა, რომ ეს სამაჯური საგანგებოდ "ახალი ტალღის" გამარჯვებულისთვის შეიქმნა, ნუცამ კი მას პირობა მისცა, რომ ყოველდღე ატარებდა ამ ძვირფას საიუველირო ნაკეთობას.
კატეგორია:
საზოგადოება
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment