„georgiaNews“-მა მედიაარქივში Human Rights Watch -ის 2008 წლის ანგარიში მოიძია, სადაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროსაბჭომ, ასევე გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა კომისარმა შეშფოთება გამოთქვეს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების გამო. ანგარიშის ტექსტი ვრცელია და ის საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მიმართ მოწოდებას შეიცავს. მაშინ აშშ-მ, გაერომ და ევროსაბჭომ 7 ნოემბრის მოვლენები კატეგორიულად დაგმეს. „GeorgiaNews“-ი ანგარიშის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
Human Rights Watch-ის ანგარიში
05.02.2008 2008 წლის იანვარი
მოკლე მიმოხილვა
საქართველო
ნოემბერში რამდენიმე დღიანი მასშტაბური მშვიდობიანი საპროტესტო აქციების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ აქციის მონაწილეთა
წინააღმდეგ
ძალის
გამოყენება
დაიწყო,
რამაც
ადამიანის
უფლებათა
დაცვის
სფეროში
სერიოზული
კრიზისი
გამოიწვია.
აღნიშნული
კრიზისი
განპირობებული
იყო
მმართველი
პარტიისა
და
მისი
მხარდამჭერებს
შორის
გაბატონებული
შეხედულებით,
თითქოს
ადამიანის
უფლებათა
დარღვევა,
ზოგიერთ
შემთხვევაში - საკმაოდ
სერიოზულიც
კი,
გამართლებულია
იმ
იდეით,
რომ
თითქოს
ეს
საჭიროა
ძლიერი
სახელმწიფოს
აშენებისათვის,
რომელიც
მომავალში
უკეთ
დაიცავს
უფლებებს.
ასეთი
მიდგომით
საქართველო
გზას
იკვალავს
საერთაშორისო
სტანდარტებისაკენ.
ციხეში
პირობები
კვლავ
მძიმეა. სამართლიანი სასამართლო და კერძო საკუთრების უფლება კვლავ შეზღუდულია. საერთაშორისო რეკომენდაციების მიუხედავად,
2007 წელს
საქართველოში
არასრულწლოვანთა
სისხლის
სამართლის
პასუხისმგებლობის
ასაკი
შემცირდა.
გამოხატვისა და თავშეყრის თავისუფლება
თბილისში რამდენიმე დღიანი ფართო-მასშტაბიანი მშვიდობიანი აქციების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ მომიტინგეებს ძალა დაუპირისპირა
და
ქვეყანაში
ცხრადღიანი
საგანგებო
მდგომარეობა
გამოაცხადა.
აღნიშნული
ზომები
ხელისუფლებამ
მოსალოდნელი
სახელმწიფო
გადატრიალების
თავიდან
ასაცილებლად
გაატარა.
სპეცრაზმმა
გადამეტებული
ძალა
გამოიყენა
მომიტინგეების
დასარბევად,
მათ
წყლის
ჭავლით,
ცრემლსადენი
გაზით
და
რეზინის
ტყვიებით
დაუპირისპირდა.
პოლიციელები
ცემდნენ
ცალკეულ
მომიტინგეებს.
ოფიციალური
მონაცემებით,
550-ზე
მეტი
აქციის
მონაწილე
და
34 პოლიციელი
სხვადასხვა
დაზიენებებით
საავადმყოფოში
მოათავსეს.
პრეზიდენტმა
მიხეილ
სააკაშვილმა
დანიშნა
რიგგარეშე
საპრეზიდენტო
არჩევნები
2008 წლის
იანვარში,
რამაც
არსებული
კრიზისი
განმუხტა.
7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით, პროკურატურის ინფორმაციით,
75 ადამიანი
წვრილმანი
ხულიგნობისათვისა
და
პოლიციის
დაუმორჩილებლობისათვის
დააპატიმრეს;
მათგან
21 წინასწარი
დაკავების
იზოლატორში
მოთავსდა,
54 კი
მხოლოდ
დაჯარიმდა.
7 ნოემბრის
შემდეგ
დაუდგენელი
ადამიანები
თავს
ესხმოდნენ
ოპოზიციის
აქტივისტებს;
სამართალდამცავები
იჭერდნენ
ადამიანებს
ისეთი
გაურკვეველი
ბრალდებით,
როგორიცაა
ხულიგნობა.
მაგალითად,
ადამიანის
უფლებათა
დამცველი
„თანასწორობის
ინსტიტუტის“
სამი
აქტივისტი,
ასევე
რესპუბლიკური
პარტიის
ახალგაზრდული
ფრთის
აქტივისტი,
თბილისში
16 ოქტომბერს
მშვიდობიანი
დემონსტრაციის
დროს
დააპატიმრეს. 28 ოქტომბერს დაუდგენელი პირები, სავარაუდოდ, უშიშროების თანამშრომლები, თავს დაესხნენ აქციის მონაწილეებს; ორი მათგანი
მძიმედ
დაშავდა,
როდესაც
ისინი
ზუგდიდში
გამართულ
საპროტესტო
დემონსტრაციას
ტოვებდნენ. 8 ნოემბერს პოლიციამ დაარბია სტუდენტების აქცია შავი ზღვის სანაპირო ქალაქ ბათუმში. ისინი აპროტესტებდნენ თბილისში წინა დღეს მომხდარ
ძალადობის
ფაქტებს.
7 ნოემბრის საღამოს სპეცრაზმა დაარბია კერძო ტელეკომპანია „იმედი“; მათ გაანადგურეს
საარქივო
მასალა
და
დაამტვრიეს
აპარატურა;
ხოლო
თანამშრომლებს
გარკვეული
პერიოდი
იარაღის
ქვეშ
ამყოფებდნენ.
იმედი“
და
კიდევ
ერთი
კერძო
ტელეკომპანია
„კავკასია“
გაითიშა.
მხოლოდ
ამის
შემდეგ
გამოაცხადა
ხელისუფლებამ
საგანგებო
მდგომარეობა,
რაც
ცხრა
დღე
გაგრძელდა.
ამ
პერიოდის
განმავლობაში
იკრძალებოდა
თავშეყრა
და
ინფორმაციის
გავრცელება
არ
შეეძლო
არც
ერთ
მედია
საშუალებას,
გარდა
საზოგადოებრივი
მაუწყებლისა,
რომელსაც
სახელმწიფო
აფინანსებს.
მთავრობამ
საგანგებო
მდგომარეობა
16 ნოემბერს
გააუქმა,
თუმცა
„იმედის“
მაუწყებლობა
სამი
თვით
შეწყდა.
მოკლე წინა-საარჩევნო პერიოდმა, საგანგებო მდგომარეობის დროს თავშეყრის
უფლებისა
და
მედია
საშუალებების
საქმიანობის
შეზღუდვამ,
საქართველოში
წამყვანი
ალტერნატიული
სატელევიზიო
მაუწყებლობის
არარსებობამ
გავლენა
იქონია
წინა
საარჩევნო
კამპანიაზეც.
საპატიმროებში არსებული სიტუაცია
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა 2007 წლის ნოემბერში
772 პატიმარი
შეიწყალა,
საქართველოში
არსებული
თითქმის
ყველა
საპატიმრო
გადავსებულია, არასათანადო კვება, დაბალი ხარისხის სამედიცინო დახმარება, გასეირნების შეზღუდვა ციხეეში არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა.
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოები უფრო ხშირად
იყენებენ
გირაოს,
როგორც
წინასწარი
პატიმრობის
შემცვლელ
ერთ-ერთ ფორმას,
2007 წელს
ყოველთვიურად
პატიმართა
რიცხვი
საშუალოდ
400 ადამიანით
იზრდება.
მაგალითად,
1 ოქტომბერს სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში იყო
19 441 პატიმარი;
რაც
ნიშნავს
რომ
მათი
რიცხვი
ერთი
წლის
განმავლობაში
50 %-ით
გაიზარდა.
აღნიშნული
სიტუაცია
გამოიწვია
მთავრობის
სერიოზულმა
ანტი-კრიმინალურმა
კამპანიამ.
ხელისუფლებამ
გადავსებული
ციხეების
პრობლემის
აღმოსაფხვრელად
ახალი
ციხეები
ააშენა, ნაცვლად
წინასწარი
დაკავების
იზოლატორებისათვის
ალტერნატიული
ფორმის
შემუშავებისა. 2007 წლის ბოლოს მოსალოდნელია კიდევ უფრო მეტი პატიმრის
გათავისფულება
ამნისტიის
საფუძველზე.
ნათელია,
რა
შედეგს
მოახდენს
ეს
ინიციატივა
გადავსებულ
საპყრობილეებზე.
მაგალითად, ხელისუფლების შეფასებით, 2006 წლის მარტში
თბილისის
მე-5
საპყრობილეში
მომხდარი
არეულობის
დროს
ბუნტის
ჩასახშობად
ძალოვან
სტრუქტურებს
გადამეტებული
ძალა
არ
გამოუყენებიათ.
ამ
ფაქტს
დაახლოებით
შვიდი
პატიმრის
სიცოცხლე
შეეწირა,
ხოლო
17 პატიმარი
სერიოზულად
დაშავდა.
არასრულწლოვანთა სამართალი
2007 წლის მაისში საქართველოს მთავრობამ არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის
პასუხისმგებლობის
ასაკი
გარკვეულ
დანაშაულებებზე
14-დან
12 წლამდე
შეამცირა.
შესაბამისად,
არასრულწლოვნები
კიდევ
უფრო
დაუცველები
დარჩნენ
კანონის
წინაშე.
მიუხედავად
იმისა,
რომ
ცვლილებები
ძალაში
2008 წლის
ივნისში
შევა, საქართველომ უნდა შექმნას არასრულწლოვანთა სამართლის სისტემა,
რომელსაც
შეეძლება
ახალგაზრდა
დამნაშავეების
რეაბილიტაცია.
არასრულწლოვანთა კოლონიაში აგვისტოს თვეში მომხდარი არეულობა „მოზარდებს შორის შეტაკებად“ აღიარეს. ამ ინციდენტის შედეგად, 12 პატიმარი და ერთი დაცვის წევრი დაშავდა. 107 არასრულწლოვანი ზრდასრულთა
ციხეში
გადაიყვანეს,
სადაც
64 მათგანი
სამი
თვის
განმავლობაში
დარჩა.
არასრულწლოვან
პატიმრებს
წაერთვათ
უფლება
განათლების
მიღებისა
და
შეეზღუდათ
ოჯახის
წევრებთან
შეხვედრის
უფლება.
სამართლიანი სასამართლოს შეზღუდვა
2007 წლის აგვისტოში უშიშროების ყოფილი, დევნილი მინისტრის, იგორ გიორგაძის გარშემო გაერთიანებული პოლიტიკური ორგანიზაციების
ცამეტი
წევრი
დააპატიმრეს
და
მათ
რვა
წელი
და
6 თვე
მიუსაჯეს
სახელმწიფო
გადატრიალების
მცდელობისათვის.
მოწმეთა
უსაფრთხოებიდან
გამომდინარე,
ხელისუფლებამ
აღნიშნული
პირების
სასამართლო
პროცესები
დახურა.
2007 წლის მაისში „წინ საქართველოს“ ლიდერს,
ირაკლი
ბათიაშვილს
მიესაჯა
შვიდწლიანი
პატიმრობა.
მას
ბრალად
ედებოდა
დანაშაულის
დაფარვა
და
სახელმწიფო
გადატრიალებაში
ეჭვმიტანილი
ამბოხებულის
ინტელექტუალური
მხარდაჭერა.
საქართველოს
სახალხო
დამცველმა,
სოზარ
სუბარმა,
გააკრიტიკა
სასამართლო
პროცესი,
რომელზეც
დაცვის
მხარეს
არ
გააჩნდა
უფლება
გასცნობოდა
ბრალდების
მხარის
მტკიცებულებებს.
მაგალითად,
დაცვის
მხარეს
გადაეცა
აუდიო-ჩანაწერის
ასლი,
რომელიც
ბათიაშვილის
საქმეში
მთავარ
ნივთმტკიცებას
წარმოადგენდა.
საკუთრების უფლების ხელყოფა
ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ადეკვატური კომპენსაცია შეეთავაზებინა იმ ადამიანებისათვის,
რომლებსაც
ურბანული
რეფორმების
ან
კერძო
საკუთრების
განვითარების
მიზნით,
ჩამოერთვათ
ქონება.
ქონების
უკანონო
ჩამორთმევის
საქმეების
განხილვას
სასამართლოები
აჭიანურებენ.
2007 წლის იანვარსა და თებერვალში თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ჩამოართვა
და
დაანგრია
მაღაზიები,
ჯიხურები
და
დახლები
მეტრო
სადგურების
მიმდებარე
ტერიტორიებსა
და
სხვა
ადგილებშიც.
მიზეზი
აღნიშნული
ობიექტების
მიერ
ქალაქის
იერსახის
დამახინჯება
იყო.
უმეტეს
შემთხვევებში
საკუთრების
მფლობელები
იღებდნენ
ზეპირ
გაფრთხილებას,
მაგრამ
მათი
ქონება
მანამდე
ინგრეოდა,
ვიდრე
დაზარალებული
მოასწრებდა
სასამართლოში
საჩივრის
შეტანას.
საკუთრების ჩამორთმევის მეორე ტალღა თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარე რესტორნების
მეპატრონეებს
შეეხოთ,
რომლებაც
„ნებაყოფლობით“
გადასცეს
ქონება
სახელწიფოს
უსასყიდლოდ.
წინააღმდეგ
შემთხვევაში
რესტორნის
მეპატრონეებს
დაეკისრებოდათ
სისხლის
სამართლის
პასუხისმგებლობა
იმის
საფუძველზე
რომ
ყოფილი
პრეზიდენტის,
ედუარდ
შევარდნაძის,
მმარტველობის
დროს
უკანონოდ,
კორუფციული
გზებით
ჩაიგდეს
აღნიშნული
ქონება
ხელში.
2007 წლის
აპრილში
თბილისში
ჩამოერთმეული
ქონების
მეპატრონეებმა
საპროტესტო
აქცია
გამართეს;
ისინი
აცხადებდნენ
რომ
ხელისუფლება
მათ
აიძულებდა
სახელმწიფოსათვის
ეჩუქებინათ
ქონება.
2007 წლის ივლისში თბილისის ცენტრში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მაცხოვრებლები პოლიციამ შენობიდან
ძალის
გამოყენებით
გამოასახლა.
მერიის
შესაბამისი
სამსახურები
აცხადებდნენ
რომ
საცხოვრებელი
სახლი
სამშენებლო
ნორმების
დარღვევით
აშენდა.
აღნიშნული
შენობა
მანამდე
დაინგრა,
ვიდრე
მაცხოვრებლები
სასამართლოში
სარჩელს
შეიტანდნენ.
იქ
მაცხოვრებლები
დარწმუნებულები
არიან,
რომ
მათი
საცხოვრებელი
სახლი
მხოლოდ
იმის
გამო
დაინგრა,
რომ
ის
ტერიტორია
ხელისუფლებამ
უცხოელ
ინვესტორს
მიჰყიდა.
მოგვიანებით,
ინვესტორისაგან
მიღებული
შეთანხმების
პირობები
მათთვის
სრულიად
მიუღებელი
და
არაადეკვატური
აღმოჩნდა.
თუმცა
ხალხი
აიძულეს
რომ
ამ
პირობებს
მაინც
დათანხმებოდნენ.
2007 წლის ნოემბერში საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლის საფუძველზეც
სახელწიფო
სააგენტოებს
უნდა
შეეწყვიტა
იმ
საკუთრების
ნგრევა,
რომელთა
შესახებ
დავა
კვლავ
მიმდინარეობდა
და
წარმოადგენდა
სახელწიფოსათვის
განსაკუთრებული
ინტერესის
ობიექტს.
ამ
დადგენილებამ
გავლენა
მოახდინა
კერძო
საკუთრების
უფლების
დაცვაზე.
წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციები
7 ნოემბერის
მშვიდობიანი
დემონსტრაციის
ძალადობრივ
დარბევასთან
დაკავშირებით
წამყვანმა
საერთაშორისო
ორგანიზაციებმა
გააკეთეს
საჯარო
განცხადებები.
აშშ
სახელმწიფო
დეპარტამენტმა
და
ევრო
საბჭომ
საქართველოს
მთავრობას
მოუწოდა
გაეუქმებინათ
საგანგებო
მდგომარეობა
და
აღედგინათ
მედიის
თავისუფლება;
ევროკავშირის
მოწოდება
ეხებოდა
კონსტრუქციული
დიალოგის
დაწყებას
ხელისუფლებასა
და
პოლიტიკურ
ოპოზიციას
შორის.
ნატოს
მიმართვა
ეხებოდა
კანონის
უზენაესობის
პრინციპების
დაცვასა
და
აღიარებას;
გაეროს
ადამიანის
უფლებათა
უმაღლესმა
კომისარმა
შეშფოთება
გამოთქვა
მშვიდობიანი
მომიტინგეების
წინააღმდეგ
გადამეტებული
ძალის
გამოყენების
გამო.
თუმცა, ამ მოვლენებამდე, საერთაშორისო ორგანიზაციების უმეტესობა
გმობდა
საქართველოს
ხელისუფლების
მიერ
ადამიანის
უფლებების
სფეროში
არსებული
პრობლემების
მიმართ
გულგრილობას.
რეფორმების
გატარების
მოწოდებისას
ეჭვქვეშ
აყენებდნენ
იმ
მთავრობის
საქმიანობას,
რომელიც
ხელისუფლებაში
ვარდების
რევოლუციის
შემდგომ
რეფორმების
განხორციელების
დაპირებებით
მოვიდა;
ახალი
მთავრობის
ერთ-ერთი ძირითადი
პრიორიტეტი
უნდა
ყოფილიყო
ადამიანის
უფლებებისა
და
კანონის
უზენაესობის
დაცვა.
2006 წელს
საქართველომ
და
ევროკავშირმა
ხელი
მოაწერეს
ევროპის
სამეზობლო
პოლიტიკის
(ENP) სამოქმედო
გეგმას;
მხარეებმა
შეიმუშავეს
ევროპული
სამეზობლო
პოლიტიკის
ინსტრუმენტი
(EDPI) ფინანსური
თანამშრომლობისათვის.
2007 წლის
ოქტომბერში
საქართველოსა
და
ევროკავშირის
თანამშრომლობის
საბჭომ
განიხილა
ქვეყანაში
ევროპის
სამეზობლო
პოლიტიკის
განხორციელების
პროცესი;
შესაბამისად,
ევროკავშირის
წარმომადგენელმა
ყურადღება
გაამახვილა
ადამიანის
უფლებებისა
და
ძირითადი
თავისუფლებების
დაცვის
პრინციპულ
მნიშვნელობაზე
საქართველო-ევროკავშირის
მომავალი
ორმხრივი
თანამშრომლობისათვის.’
მათიას იორშმა და კასტრიო ისლამმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანა-მომხსენებლებმა,
საქართველოს
ხელისუფლებას
მოუწოდეს
„ბოლომდე
აღადგინონ
ინსტიტუტების
დემოკრატიული
და
ეფექტური
საქმიანობა“.
ისინი
ქვეყანას
2007 წლის
სექტემბერში
ეწვივნენ
და
ხელისუფლების
მიერ
ევროსაბჭოს
სტანდარტების
დაკმაყოფილებას
დადებითი
შეფასება
მისცეს.
თუმცა
ხელისუფლების
წარმომადგენლებს
მოუწოდეს
საარჩევნო
კოდექსში,
სასამართლო
და
პენიტენციალურ
სისტემაში
განახორციელონ
რეფორმები.
7 ნოემბრის
მოვლენების
შემდგომ
ევროსაბჭოს
თანა-მომხსენებლები
საგანგებო
ვიზიტით
საქართველოს
კვლავ
ეწვივნენ.
2007 წლის ოქტომბერში წამების წინააღმდეგ ევროპულმა კომიტეტმა (CPT) გააკეთა მნიშვნელოვანი და ცალსახა განცხადება საქართველოში ადამიანის უფლებათა
სფეროში
არსებული
სიტუაციის
შესახებ.
მოხსენებაში
ნათქვამია,
რომ
ქვეყანაში
შეწყდა
პოლიციის
განყოფილებებში
პატიმართა
წამება;
თუმცა
გადავსებული
ციხეები ძირს უთხრის ყველა მცდელობას, შეიქმნას ჰუმანური პენიტენციალური სისტემა ქვეყანაში.
2007 წლის ოქტომბერში გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა საქართველოზე მომზადებულ დასკვნით
ანგარიშში
ხელისუფლების
მიერ
საკანონმდებლო
და
საუწყებო
რეფორმები
დადებითად
შეაფასა;
ამასთან
ერთად,
მოუწოდა
გაუმჯობესდეს
პირობები
საპატიმროებსა
და
წინასწარი
დაკავების
იზოლატორებში;
ხელი
შეუწყოს
გამოხატვის
თავისუფლების
დაცვას.
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ერთ-ერთი უძლიერესი მოკავშირეა და ღიად უჭერს მხარს ქვეყნის ნატოში ინტეგრაციას. ნოემბრის ცნობილ
მოვლენებამდე
აშშ
საქართველოში
ადამიანის
უფლებათა
სფეროში
არსებულ
დარღვევებზე
საჯაროდ
საუბრის
წინააღმდეგი
იყო.
თუმცა,
ღიად
მოუწოდებდა
საქართველოს
ხელისუფლებას
რეფორმები
გაეტარებინა
საკუთრების
უფლების
დაცვის,
ასევე
დამოუკიდებელი
სასამართლო
სისტემის
სფეროში
და გადაეხედა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისათვის.
წყარო: www.humanrights.ge
No comments:
Post a Comment