23 June 2014

საოკუპაციო რეჟიმმა გალში, ოჩამჩირესა და ტყვარჩელში გაცემული პასპორტების გადამოწმება დაიწყო

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპასპორტო-სავიზო სამსახურმა რეგიონის სამ რაიონში - გალში, ოჩამჩირესა და ტყვარჩელში გაცემული პასპორტების გადამოწმება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
დე ფაქტო ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტოროს ინფორმაციით, მონაცემთა ბაზაში იმ ეთნიკური ქართველების დოკუმენტაცია მოწმდება, რომელთაც ე.წ. პასპორტები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აიღეს.
პროცესი 30 ივნისამდე გაგრძელდება და საბოლოო მონაცემები დე ფაქტო მთავრობის ცესკო-ს გადაეცემა. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, ამ 3 რაიონში მცხოვრებ მოქალაქეებს საარჩევნო სიებიდან ამოიღებენ და მათ ე.წ. არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ჩამოართმევენ.

No comments:

Post a Comment