25 June 2014

ესპანეთის ნაკრების თვითმფრინავს მეხი დაეცა

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ვერ გადალახვის შემდეგ, ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები სამშობლოში ბრუნდებოდნენ, როდესაც მათ თვითმფრინავს მეხი დაეცა.
"თვითმფრინავი ესპანეთის დედაქალაქში ეშვებოდა, როდესაც მეხი დაეცა, მაგრამ საბედნიეროდ ამას მგზავრებისთვის არანაირი ნეგატიური შედეგი არ მოჰყოლია," - წერს როიტერი ავიაკომპანიის სპიკერზე დაყრდნობით.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე ჰოლანდიასთან და ჩილესთან წააგო, ავსტრალია კი 0:3 დაამარცხა.

No comments:

Post a Comment