25 June 2014

ალასანია: დაგვჭირდება გარკვეული წლები რომ გავხდეთ სრულად ნატო-ს წევრი

თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აპატურაი მართალია როდესაც ამბობს, რომ საქართველო ნატო-ში სრული ინტეგრაციისთვის მზად არ არის:
ჩვენ კიდევ დაგვჭირდება გარკვეული წლები, რომ გავხდეთ მზად პოლიტიკური სისტემით, უსაფრთხოების ზომებით და თავდაცვისუნარიანობით სრულად ნატო- წევრი. ჩვენ ვსაუბრობთ შემდეგ ნაბიჯზე ინტეგრაციის, თუმცა ვთვლი და ვაშინგტონშიც გავაკეთე განცხადება, რომ ის რაც ხდება უკრაინაში, რუსეთის აგრესია და რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტი, უნდა გვკარნახობდეს, რომ საქართველოსთან ძალიან მალე დაიწყოს გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები. ეს არის ჩვენი სურვილი”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

No comments:

Post a Comment