მაღალმთიან რეგიონებში, მათ შორის, აჭარაში არსებულ კერძო ჰოსპიტალებს სახელმწიფო უახლოეს მომავალში გამოისყიდის. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. დავით სერგეენკოს ინფორმაციით, აღნიშნული სამედიცინო დაწესებულებების საკუთრებაში მიღებით საორგანიზაციო ნაწილი დასრულდება და თითოეულ რეგიონში ჩასატარებელი სამუშაოების გეგმა გაიწერება.
მინისტრის თქმით, მაღალმთიანი სოფლები კერძო ბიზნესის კუთხით წამგებიანია, რის გამოც მოსახლეობა სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ჰოსპიტალები კი მუდმივმოქმედი იქნება.

No comments:
Post a Comment