20 June 2014

თენგიზ ფხალაძე პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად საგარეო ურთიერთობათა საკითხებში გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე დაინიშნა. 
საქართველოს პრეზიდენტმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ახალი მრჩევლის დანიშვნის შესახებ განკარგულება გუშინ გამოსცა.
თენგიზ ფხალაძე არის აშშ-ს ატლანტიკური საბჭოსა და ბრიტანეთის საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტის (Chatham House) წევრი. სხვადასხვა წლებში იგი იყო საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის დიპლომატიური პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელი, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელი. კითხულობს ლექციებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში.
საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე ფხალაძემ ვანო მაჭავარიანი შეცვალა.

No comments:

Post a Comment