საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ იქნება საქართველოს იმ დელეგაციის წევრი, რომელიც 27 ივნისს ბრიუსელში გაემგზავრება და ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მაია ფანჯიკიძემ გააკეთა.
მისი განმარტებით, საქართველო ბრიუსელში 1+4 ფორმატით იქნება წარმოდგენილი, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი წევრები იქნებიან პრემიერ-მინისტრი, რომელიც დოკუმენტს მოაწერს ხელს და 4 მინისტრი: საგარეო საქმეთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, – აღნიშნა ფანჯიკიძემ. მისივე განმარტებით, “ცნობილია, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა 27 ივნისს ადგილობრივი დროით დილის 09.00 საათზე შედგება. მას დაეწრება 28 ქვეყნის მთავრობის და სახელმწიფოს მეთაური”, – აცხადებს მაია ფანჯიკიძე.

No comments:
Post a Comment