07 July 2015

,,ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი'' საექსპორტო პროდუქციას გამოუშვებს


რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი და მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე სს ,,რუთავის მეტალურგიულ კომბინატში’’ იმყოფებოდნენ. ქალაქისა და მხარის ხელმძღვანელმა პირებმა ქარხნის ხელმძღვანელებთან ერთად, მიმდინარე საწარმოო პროცესს ადგილზე გაეცნენ და მუშა-მოსამსახურეებსაც გაესაუბრნენ.
,,ვაგონმშენებელთა ჰოლდინგში’’ შემავალმა სს ,,რუსთავის მეტალურგიულმა კომბინატმა’’ ვაგონის მძიმე და საშუალო ზომის სხმული დეტალების წარმოების საერთაშორისო ლიცენზია მოიპოვა. ქარხნის მიერ წარმოებულმა ვაგონის დეტალებმა საერთაშორისო ექსპერტებისა და სპეციალისტების მაღალი შეფასება დაიმსახურა. საერთაშორისო ლიცენზიის მოპოვებით კი, საწარმოს პროდუქციის ექსპორტზე გატანის შესაძლებლობა ექნება. 
,,ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი’’ ერთ-ერთი მსხვილი ინდუსტრიული ჯგუფია საქართველოში, რომელიც მძიმე მრეწველობის სამ ქარხანას აერთიანებს და ახალი ტიპის ჩქაროსნულ სამგზავრო და სატვირთო ვაგონებს, ხორბალმზიდებს, ვაგონცისტერნებს, ნახევარ–ვაგონებს, ცემენტმზიდებს აწარმოებს.

No comments:

Post a Comment