როგორც კომპანიაში აცხადებენ, 2015 წლის 31 იანვარს ვადა გაუვიდა 2014-2015 წლების სატენდერო ხელშეკრულებას. შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა მომსახურება გაუქმდა.
"2014-2015 წლის სატენდერო ხელშეკრულების პირობებით აბონენტები სარგებლობდნენ როგორც კორპორაციული, ასევე პირადი ანგარიშებიდან, ამიტომ ორივე შემთხვევაში გაუქმდა შეძენილი პაკეტები. ხელშეკრულების ვადის გასვლა ასევე გულისხმობდა მომსახურების შეწყვეტას და არცერთი ხელშეკრულების ვადის გასვლის შეტყობინება არ იგზავნება მომხმარებელთან. წინასწარი გადახდის პრინციპი გულისხმობს, რომ აბონენტი თვითონ განსაზღვრავს თუ რა ოდენობის მომსახურება სურს მიიღოს. ხელშეკრულების ვადის გასვლა ნიშნავს ხელშეკრულების შეწყვეტას. შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტით გაუქმდა სააბონენტო ნომერზე არსებული ერთეულები", - განაცხადეს კომპანიაში.
No comments:
Post a Comment