03 February 2015

რუსთავში ბორის პაიჭაძის სახელობის საფეხბურთო აკადემია შენდება

დღეს, რუსთავში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ბორის პაიჭაძის სახელობის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ფეხბურთის ფედერაციამ ლეგენდარული ფეხბურთელის ბორის პაიჭაძის 100 წლის იუბილეს დაამთხვია. მშენებარე აკადემიის ტერიტორიაზე დღეს ბორის პაიჭაძის მემორიალური დაფა გახსნეს, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი ფეხბურთელის ძეგლიც დაიდგმება. საფეხბურთო აკადემიის მშენებლობის პრეზენტაციას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, რუსთავის მერი დავით ჯიქია, ვეტერანი ფეხბურთელები, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები დაბორის პაიჭაძის ოჯახის წევრები დაესწრნენ. აკადემიის მშენებლობის პირველი ეტაპი მიმდინარე წლის 10 აგვისტოს დასრულდება.
მშენებლობის დასრულების შემდეგ, საფეხბურთო აკადემიის ტერიტორიაზე განთავსდება 140 კაცზე გათვლილი სასტუმრო, სამედიცინო და ფიტნეს-ცენტრებით, იქნება 6 საფეხბურთო მოედანი, აქედან სამი ხელოვნურ და სამი ბუნებრივ საფარიანი, აგრეთვე ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზი, ხელბურთის, კალათბურთის და მინიფეხბურთის მოედანი, ჩოგბურთის ერთი დახურული და ორი ღია კორტი.

No comments:

Post a Comment