17.00 საათზე ფოლკლორული
მუსიკის კონცერტი ჩატარდება, მოგვიანებით როკ მუსიკის მოყვარულებს
ჯგუფ ,,ბერმუხას" მოსმენის საშუალება ექნებათ. დღესასწაულის პირველ დღეს ანსამბლები "ჩაკრულო" და "რუსთავი" დაასრულებენ.
10.00 საათიდან დაიწყება
ღონისძიებები 19 ოქტომბერსაც. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე "შემოდგომის დღესასწაული" გაიმართება, სადაც რუსთავის საჯარო სკოლები საქართველოს სხვადასხვა კუთხის და რუსთავის დამეგობრებული
ქალაქების ფოლკლორს წარმოადგენენ. 19.00 საათზე ანსამბლ "თუთარჩელას" კონცერტის დაწყებამდე, საპატიო რუსთაველების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
გალა-კონცერტს 21.00 საათზე ჯგუფების "მეტეხისა" და "მგზავრების" კონცერტი და ფოიერვერკი დაასრულებს.
რუსთავქალაქობის დღესასწაულს რუსთავი წელს მეთხუთმეტედ აღნიშნავს.
დღესასწაულზე მიწვეულნი არიან საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები.
საზეიმო ღონისძიებებს დაესწრებიან უცხოელი სტუმრებიც.

No comments:
Post a Comment