ენერგეტიკის
მინისტრი კახი კალაძე ყოფილი
მერის გიგი უგულავას სისხლის
სამართლის პასუხისგებაში მიცემას ეხმაურება.
"მე ვფიქრობ, აქ რაღაც
ისეთი სიახლე არაფერი არ
არის. ჩვენ ვიცოდით რომ,
ბატონი უგულავა იყო ბრალდებული
კონკრეტულ საქმეზე, რომელსაც 48 მილიონ
ლარს ედავებოდნენ და
ეს არის ახალი
საქმე თუ არ
ვცდები მილიონ ნახევარის გაფლანგვასთან
დაკავშირებით. დაველოდოთ გამოძიებას. მე
ვფიქრობ, წინასაარჩევნოდ გამოცხადებული მორატორიუმის გამო ვერ მოხდა
საქმის განხილვა და გაგრძელება.
არჩევნების დასრულების შემდეგ რა
თქმა უნდა ყველას
მოეთხოვება პასუხი ვისაც დანაშაული
აქვს ჩადენილი. კანონის
წინაშე და ხალხის
წინაშე ყველა აგებს პასუხს",
- განაცხადა კახა კალაძემ.
გიგი უგულავა სამხურეობრივი მდგომარეობის
გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი
დიდი ოდენობის თანხების
გაფლანგვის ბრალდებით სისხლის სამართლის
პასუხისგებაში მიეცა. საქმე ეხება
სიტი პარკსა და
თბილისის მერიას შორის 2007 წელს
გაფორმებულ ხელშეკრულებას.
წყარო: www.
newposts.ge

No comments:
Post a Comment