01 July 2014

გიგი უგულავა პასუხისგებაში მიეცა

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე გიგი უგულავა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.
საქმე ეხება 2007 წლის 7 დეკემბერს "სითი პარკსა" და თბილისის მთავრობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას.
როგორც უწყებაში განმარტავენ, უგულავამ ცენტრალური ბიუჯეტის განზრახ იგნორირებით  სახელმწიფო კუთვნილი 1 086 718 ლარი გაფლანგა.
საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.


წყარო: cp.ge

No comments:

Post a Comment