24 June 2014

პუტინმა აფხაზეთთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების განკარგულება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა აფხაზეთთან თანამშრომლობის შეთანხმების შესახებ განკარგულება გასცა, რომელიც გასამართლებული პირების გადაცემას ითვალისწინებს. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, ცოტახნით ადრე მთავრობაში განაცხადეს, რომ შეთანხმების შედეგად, მხარეები ერთმანეთს ფართო დახმარებას გაუწევენ გასამართლებული პირების გადაცემასთან დაკავშირებით.
ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის იუსტიციის მინისტრს დაავალა, აფხაზეთთან შეთანხმების შემდეგ, რუსეთის სახელით შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწეროს. 

No comments:

Post a Comment