12 May 2015

საქართველო NATO-ს უახლოვდება!

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს შტაბბინაში , საქართველოს პრეზიდენტგიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო ნატო-ს უახლოვდება, ჩვენ ველით, რომ საქართველო გააგრძელებს ამ მიმართულებით სვლას.
"გასულ წელს ჩვენ სამიტზე ინიციატივაში მონაწილეობა შემოგთავაზეთ იმისთვის, რომ გაგეძლიერებინათშესაძლებლობები პარტნიორებთან ერთად. ჩვენ ასევე ავამოქმედეთ არსებითი პაკეტი იმისთვის, რომსაქართველომ გააძლიეროს თავდაცვითი შესაძლებლობები. ეს ინიციატივები ხორციელდება. ნატო-სსამხედროები დაგეხმარებიან თავდაცვის რეფორმების კუთხით. ასევე, წელს ჩვენ ნატო-საქართველოსერთობლივ საწვრთნელ ბაზას შევქმნით საქართველოში", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, საქართველო ნატო-ს ძლიერი პარტნიორი და მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია ერთობლივი უსაფრთხოების კუთხით. "თქვენ ჩვენს ოპერაციებში მნიშვნელოვან როლს ასრულებთ. დღეს საქართველოავღანეთში ჩვენი მისიის ფარგლებში სიდიდით მეორე კონტრიბუტორია. საქართველოს სამხედროები ნატო-სგვერდით წლების განმალობაში იბრძვიან. ჩვენ ამისთვის მადლობელი ვართ", - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

No comments:

Post a Comment