25 May 2015

უკრაინის მოსახლეობა ალექსანდრე კვიტაშვილის გადადგომას ითხოვს

კიევის მოსახლეობის დიდი ნაწილი საკუთარ ხელისუფლებას არაეფექტურ მუშაობაში ადანაშაულებს. ამავე აზრს იზიარებს ექსპერთთა დიდი ნაწილი და ამ მოსაზრებას მხარდამჭერები ჰყავს საკანონმდებლო ორგანოშიც.

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის, ალექსანდრე კვიტაშვილის წინააღმდეგ არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. მოსახლეობა კვიტაშვილს უმოქმედობაში ადანაშაულებს და აღნიშნავენ, რომ ჯანდაცვის სისტემაში საშინელი კორუფციაა.


კიევის მკვიდრის განცადებით, კორუფციამ ყვლა სფერო მოიცვა.

„როგორც იყო ყველაფერი ისე დარჩა. საშინელი კორუფციაა. ექიმთან რომ მიხვალ ქრთამს იღებენ. საავადმყოფოში ისეთი პირობებია, რომ შეიძლება მოკვდე.

არ ვიცი რას აკეთებს მთავრობა, ან ისინი ვინც ჩვენს დასახმარებლად ჩამოვიდნენ. ყველაფერი ცუდად არის. კორუფცია სამჯერ უფრო მეტია დღეს, ვიდრე აქამდე იყო."- აღნიშნავენ საპროტესტო აქციის წევრები.

მედიკოსები ალექსანდრე კვიტაშვილის შესახებ საუბარს გაურბიან, თუმცა აღნიშნავენ, რომ როგორც ხელმძღვანელს, მას ვერ დაახასიათებენ, რადგან ჯერ არ უნახავთ მისი მუშაობის შედეგი.

უკრაინის რადაში უკვე შევიდა დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვით ჯანდაცვის მინისტრმა, ალექსანდრე კვიტაშვილმა თანამდებობა უნდა დატოვოს. პროექტის ავტორები ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არიან. ისინი თვლიან, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ამ დრომდე ვერც ერთი ეფექტური გეგმა ვერ დადო.

განაცხადის ავტორთა თქმით, კვიტაშვილის ყველა გეგმა ჩავარდა, რადგან იგი არ იყო მორგებული არსებულ ვითარებას უკრაინაში. ოპოზიციის წარმომადგენელი, დეპუტატი „იმედის კვირასთან" საუბარში აღნიშნავს, რომ მედიკოსებს მედიკამენტები არ აქვთ, არ ტარდება გეგმიურ ვაქცინაციები, ხელფასები ძალიან მწირია და ეს სფერო მთლიანად კორუფციას აქვს მოცული.

„ჩვენ არაერთხელ მოვუსმინეთ კვიტაშვილს რადაში, მაგრამ მაინც ვერაფერ გავიგეთ, შედეგი ნულია. არ მიყვარს უპასუხისმგებლო ადამიანები. გამოდის, რომ მთვრობაში გვყავს მინისტრი, რომელიც არაფერს აკეთებს. მალე დაიწყება განხილვები მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ." - აცხადებს დეპუტატი.

უკრაინის რადაში არ გამორიცხავენ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა, ალექსანდრე კვიტაშვილმა თანამდებობა თავად დატოვოს.
შეგახსენებთ, რომ თანამდებობა უკვე დატოვა იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, ჯაბა ებანოიძემ.

უკრაინის რადაში ასევე აცხადებენ, რომ ეკა ზღულაძეს და დავით საყვარელიძეს ჯერ-ჯერობით აკვირდებიან.

ალექსანდრე კვიტაშვილმა „იმედის კვირასთან" აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

მხოლოდ წელს, უკრაინაში 300 სუიციდის შემთხევვა დაფიქსირდა.

No comments:

Post a Comment