25 May 2015

26 მაისის ისტორია -საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, ეს დღე ყოველ წელს სახალხო ღონისძიებებით აღინიშნება.
თარიღი სათავეს 1918 წლიდან, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნიდან იღებს.
1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა და შექმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. მიღებულ იქნა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“, რომელშიც კერძოდ, ნათქვამი იყო:
1. ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენული უფლებების მატარებელია, ხოლო საქართველო – სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
2. დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმაა — დემოკრატიული რესპუბლიკა.
3. საერთაშორისო ომებში საქართველო მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფოა.
4. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანაბრად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს მიუხედავად მისი ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა.
5. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ქმნის ყველა პირობას მის ტერიტორიაზე მცხოვრები ერების თავისუფალი განვითარებისათვის.
დაიწყო ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მშენებლობა. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო გახდა 1919 წლის 12 მარტს არჩეული დამფუძნებელი კრება, რომლის ძირითადი ფუნქცია იყო კონსტიტუციის შემუშავება და მიღება. 1919 წლის 21 მარტს დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა ახალი ერთპარტიული მთავრობა ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით.
e18393e18390e1839be183a4e183a3e183abe1839ce18394e18391e18394e1839ae18398-e18399e183a0e18394e18391e18398e183a1-e183a1e183aee18393e1839d
დამფუძნებელი კრების სხდომა. თბილისი 1918 წელი
the-flag-of-republic-of-georgia
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა
e183a1e18390e183a5e18390e183a0e18397e18395e18394e1839ae1839de183a1-e18393e18394e1839be1839de18399e183a0e18390e183a2e18398e183a3e1839a
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე-ფაქტო აღიარება
ერთ–ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც დე–ფაქტო დასტური მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას, თურქეთი იყო (1918 წლის 3 ივნისი). თურქეთმა თავისი პოლიტიკური განზრახვა საქართველოს დამოუკიდებლობის დე–იურე აღიარებითაც დაადასტურა. შემდეგი სახელმწიფო, რომელმაც საქართველო დე–ფაქტო აღიარა, გერმანია იყო (1918 წლის 10 ივნისი).
სულ საქართველოს დამოუკიდებლობა დე-ფაქტო სცნეს შემდეგმა სახელმწიფოებმა:
თურქეთი — 1918 წლის 3 ივნისი
გერმანია — 1918 წლის 10 ივნისი
ავსტრია — 1918 წლის 18 ივნისი
არგენტინა — 1919 წლის 15 სექტემბერი
იტალია — 1920 წლის 12 იანვარი
საფრანგეთი — 1920 წლის 12 იანვარი
დიდი ბრიტანეთი — 1920 წლის 12 იანვარი
იაპონია — 1920 წლის 7 თებერვალი
ჩეხოსლოვაკია — 1920 წლის 8 აპრილი
რუსეთი — 1920 წლის 7 მაისი
ბელგია — 1920 წლის 26 აგვისტო
პოლონეთი — 1921 წლის 28 იანვარი
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე-იურე აღიარება
სულ საქართველოს დამოუკიდებლობა დე-ფაქტო სცნეს შემდეგმა სახელმწიფოებმა:
თურქეთი — 1918 წლის 3 ივნისი
რუსეთი — 1920 წლის 7 მაისი
გერმანია — 1920 წლის 24 სექტემბერი
შვეიცარია — 1920 წელი
ბელგია — 1921 წლის 27 იანვარი
საფრანგეთი — 1921 წლის 27 იანვარი
ინგლისი — 1921 წლის 27 იანვარი
იტალია — 1921 წლის 27 იანვარი
იაპონია — 1921 წლის 27 იანვარი
ავსტრია — 1921 წლის 17 თებერვალი
რუმინეთი — 1921 წლის 18 თებერვალი
ჰაიტი — 1921 წლის 9 მარტი
ლიბერია — 1921 წლის 28 მარტი
მექსიკა — 1921 წლის 14 აპრილი
პანამა — 1921 წლის 26 აგვისტო
სიამი — 1921 წლის 20 ნოემბერი
ლუქსემბურგი — 1922 წლის 23 თებერვალი
damoukideblobaaqtii
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი
მიუხედავად რუსეთის მიერ დე-ფაქტო და დე-იურე აღიარებისა ახალგაზრდა ქართულ სახელმწიფოს დიდი დრო არ ეწერა.
საქართველოს წინააღმდეგ მორიგი ომის სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით მომზადება რუსეთში დასრულდა 1921 წლის იანვარში. 26 იანვარს მოსკოვში ვ.ლენინის ინიციატივით მიღებულ იქნა საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს ოკუუპაციის შესახებ და აქვე დამტკიცდა ომის გეგმა.
1921 წლის 11-12 თებერვლის ღამით ბორჩალოს მაზრის რუსი და სომეხი კოლონისტებით დასახლებულ სოფლებში დაიწყო “აჯანყება“, რომელიც რუსულმა პროპაგანდამ “საქართველოს მშრომელთა აჯანყებად” მონათლა და გენოციდისაგან რუსი და სომეხი მოსახლეობის დაცვის მოტივით მე-11 წითელი არმია საქართველოს საზღვრებში შემოიჭრა. 15 თებერვალს შულავერში შეიქმნა “საქართველოს რევკომი” რომელმაც რუსეთს მიმართა დახმარებისათვის. 1921 წლის თებერვალ-მარტის ომის დროს ქართულმა ძალებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს ტაბახმელას რაიონში (19 თებერვალს) და კოჯრის რაიონში (20 თებერვალს).
მაგრამ მტრის ძალების სიჭარბემ მაინც თავისი გაიტანა. მე-11 არმიის გარდა, საქართველოს უტევდა მე-8 არმია სოჭიდან ფოთის მიმართულებით და მე-9 არმია მამისონის უღელტეხილიდან რიონის ხეობის გავლით ქუთაისის მიმართულებით. Aამასთან, რუსეთთან წინასწარი შეთანხმებით ომში ჩაება ქემალისტური თურქეთი, რომლის ჯარებმა 21-22 თებერვალს ართვინი და არტაანი დაიკავეს. 1921 წლის 24 თებერვლის ღამით მთავარსარდალმა კვინიტაძემ მიიღო გადაწყვეტილება თბილისის დატოვებისა და მცხეთა-ხაშურის ხაზზე თავდაცვითი ზღუდის შექმნის შესახებ. 25 თებერვალს რუსმა ინტერვენტებმა თბილისი დაიკავეს, ხოლო რსდმპ(ბ) კავბიურომ გამოაცხადა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარება.
საქართველოს მთავრობა და დამფუძნებელი კრების უმრავლესობა 1921 წლის 17 მარტს ემიგრაციაში წავიდა.
ამრიგად, 1918-1921 წლების დამოუკიდებლობის პერიოდი დასრულდა რუსეთ-საქართველოს ომით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემით და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის დამყარებით.
90-იანი წლების დასაწყისიდან საბჭოთა კავშირი ბოლო წუთებს ითვლიდა..
1991 წლის 31 მარტს საქართველოს რესპუბლიკაში ჩატარდა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ერთადერთი შეკითხვით „ხართ თუ არა თანახმა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“. საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა სარეფერენდუმო შეკითხვას გასცა დადებითი პასუხი.
1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი”.
საქართველომ დამოუკიდებლობა აღადგინა.
agdgenisaqti
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი

No comments:

Post a Comment