პირველ ტაიმში ოთარ გიორგაძემ და რეზი ჯინჭველაშვილმა ლელოები გაიტანეს და ამ უკანასკნელმა გარდასახვებიც ზუსტად შეასრულა, მაგრამ ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა ჯარიმით და ლელოთი ჩამორჩენის შემცირება მოახერხეს - 14:8.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ლელო მხოლოდ 65-ე წუთზე, ისიც კონტრშეტევაზე გავიდა და ბოლომდე ანზორ სიჭინავამ იბრძოლა. გარდასახვა არაზუსტი იყო, მერე პორტუგალიამ ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, რის შემდეგაც ანგარიში აღარ შეცვლილა და თამაში 19:11 დასრულდა. ფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ტონგასა და კანადას შორის გამარჯვებული იქნება, რომელთა მატჩიც 22:00 საათზე იწყება.
No comments:
Post a Comment