03 March 2015

რუსთავში მცხოვრებ დამსახურებულ ექიმებსა და პედაგოგებს დედის დღე მიულოცეს

დღეს რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ და ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა დედის დღე მიულოცეს რუსთავში მცხოვრებ დამსახურებულ ექიმებსა და პედაგოგებს. ქალაქის მერმა და მხარის გუბერნატორმა ისინი პირადად მოუნახულეს და სიმბოლური სადღესასწაულო საჩუქრები გადასცეს.
საჩუქრები გადაეცათ რუსთაველ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან დედებსაც. მერიის სადღესასწაულო საჩუქრები მათ საცხოვრებელი მისამართის მიხედვით, მერის რწმუნებულებმა დაურიგეს.
დღესვე რუსთავის მერიის ორგანიზებით, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატულ თეატრში დედის დღისადმი მიძღვნილი კონცერტიც გაიმართა, სადაც რუსთავში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი დედები იყვნენ მიწვეულნი. კონცერტში ანსამბლები: ,,მე რუსთველი" ,,სალხინო", ,,ფიროსმანი", ,,თუთარჩელა" და სხვა ფოლკლორული და ვოკალური ანსამბლები იღებდნენ მონაწილეობას.

No comments:

Post a Comment