11 February 2015
Google-მ ელექტრონულ რუქაში სოხუმის სახელწოდება ჩაასწორა
საძიებო სისტემა google-მ, ელექტრონულ რუქაში ოკუპირებული აფხაზეთის დედაქალაქ სოხუმის სახელწოდება ჩაასწორა.
დღემდე საძიებო სისტემის რუქაზე სოხუმი მითითებული იყო როგორც - სუხუმი (sukhumi), თუმცა საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქის, გიორგი ბალახაძის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, google-მ სახელწოდება „სოხუმით“ ჩაანაცვლა.
ბალახაძემ სთხოვა მათ ორთოგრაფიული შეცდომის გასწორება და დედაქალაქების სწორი მართლწერისთვის დასტურად უძველესი ინგლისური ენციკლოპედია მოიყვანა.
"ეს შეიძლება იყოს პატარა რამ, მაგრამ ეს არის ჩემი ერთ-ერთი ბრძოლა რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ." წერს ბალახაძე სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
სოხუმი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი და სოხუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია. ის ქალაქად 1848 წელს გამოცხადდა. ამჟამად სოხუმი რუსეთის ფედერაციის მიერაა ოკუპირებული.
კატეგორია:
საზოგადოება
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment